ახალგაზრდებს, რომელებსაც დღეს ვატო შაქარიშვილი დაესხა თავს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევა დილით რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც.
შეგახსენებთ, გუშინ, ქაშვეთის ეკლესიიდან, "ლოცვიდან გამოსული" შაქარიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა "მთავარი არხის" ჟურნალისტსაც, გიორგი მამნიაშვილს. ამ შემთხვევის დროსაც ხაინდრავა შაქარიშვილის გვერდით იმყოფებოდა.
პოლიციას მოძალადეების მიმართ რეაგირება არცერთ შემთხვევაზე არ ჰქონია.
იხილეთ: