
ზუგდიდში, რეპეტიტორის კლასტერთან დაკავშირებულმა პირველკლასელის მშობლებმა, პირველი PCR ანალიზის უარყოფითი პასუხის შემდეგ, სპეციალისტების გაფრთხილება უგულებელყვეს და ბავშვი სკოლაში გაუშვეს, თუმცა, ხუთი დღის შემდეგ ლუგარის ლაბორატორიიდან მოსულმა განმეორებითმა ანალიზმა COVID-19 დაადასტურა.
შემთხვევა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში მოხდა, რის შემდეგაც სკოლის ორი პირველი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო კოვიდინფიცირებული პირველკლასელი და მისი მშობლები თვითიზოოლაციის რეჟიმში არიან.
შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა კი 159-დე გაიზარდა.