ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს და წერს, რომ 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს. მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.
შემთხვევის ადგილზე ღამით პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.