საქალაქოში რეჟიმის ტყვეების საქმის პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის ტყვეების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის  პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ბრალდება დღეს სამედიცინო დასკვნას წარადგენს როგორც ახალ მტკიცებულებას, რის შემდეგაც, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
სასამართლო პროცესს ესწრებიან რეჟიმის ტყვეებიც.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი