ოლიგარქის შსს-ს მტკიცებით, "ინფორმაცია, რომ დაკავებისას აქციის მონაწილემ მიიღო დაზიანება, სიცრუეა... რუსთაველზე კაცს ფეხზე უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა"

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის გამზირზე დაკავების დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაზიანება მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყებაში განუცხადეს, "რუსთაველის გამზირზე კაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა".

მათივე თქმით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ოლიგარქის პოლიციამ, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, 3 ახალგაზრდა დააკავა. მოგვიანებით, აქტვისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სავარაუდოდ, ნაცემი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი