"მეტადონი", "სუბოტექსი" და "ჰეროინი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფომაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1976 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტრო სასწორები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს", - წერია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი