სოფელ ლალისყურში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასული წლის 24 ივნისს მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმა იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი