ავარია სოფელ მატანში - შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ორი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც სასწარაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით "ოპელის" მარკის ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას, სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ავტომობილში მყოფი 20-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა კი საავადმყოფოში, მძიმე ტრამვებით მოათავსეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი