"თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, ვისგან გვიცავს! "ოცნების" მხარდამჭერებო, როგორ ეგუებით ქვეყნის გაყიდვას" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას ეხმაურება - ჩიქოვანმა 9 აპრილზე დაწერა, თუმცა რუსეთი არ ახსენა, ხოლო გმირები "მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპულებად" მოიხსენია.

"თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! და "ოცნების" ჯერ კიდევ მხარდამჭერებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწმყოსა და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს? სიმხრთალით თუ კონფორმიზმით მნიშვნელობაა აღარ აქვს!", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებები "ოცნების" დეპუტატებმა, მამუკა მდინარაძემ და ნინო წილოსანმა გაავრცელეს, თუმცა საკუთარ განცხადებებში რუსეთი და მისი არმია არც მათ უხსენებიათ

მანამდე, 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი კობახიძემ გაავრცელა, სადაც წერია, რომ ამ დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა "უცხოურმა ძალამ" განახორციელა.
მთელ განცხადებაში, კობახიძეს რუსეთი და მისი არმია არც ერთხელ უხსენებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი