ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $125 მილიონით შემცირდა | Bloomberg

გამოქვეყნდა:

წლის დასაწყისიდან დღემდე, ბიძინა ივანიშვილის ქონება $800 მილიონით, ანუ 10.7%-ით შემცირდა. მხოლოდ გუშინდელი დღის შემდეგ, კი $125 მილიონით. ამის შესახებ მონაცემები Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსშია გამოქვეყნებული.  დღეის მდგომარეობით ივანიშვულის ქონება $6.7 მილიარდს შეადგენს და სიაში #420 ადგილზეა.

კონკრეტულად რას უკავშირდება ქონების მკვეთრი შემცირება Bloomberg-ზე დაზუსტებული არაა, თუმცა სავარაუდოა, რომ ამაზე გავლენა საფონდო ბირჟაზე არსებულმა მდგომარეობამ მოახდინა.

Forbes-ის ინფორმაციით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მანამდე 2024 წელს აღნიშნული ქონება 4.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

იხილეთ ასევე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი