მზია ამაღლობელის სასამართლოზე დღეს შესაძლოა "დაზარალებული" დგებუაძე გამოკითხონ

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, დღეს უნდა დაიკითხოს ბათუმის პოლიციის უფროსი , "დაზარალებული" ირაკლი დგებუაძე, რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, რეჟიმი კი მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მზია ამაღლობელის გულშემატკივრები, ახლობლები,  მედიის წარმომადგენლები აჭარის პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი