ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რითაც კმაყოფილი იქნებოდა ოჯახი. კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს გაატარებს ციხის კედლებს მიღმა - ამბობს კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მისი ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
"გასაჩივრება მათი უფლებაა, თუმცა ჩემი მოლოდინია, რომ განაჩენი და სასჯელის ზომა დარჩება ძალაში" - ამბობს მოკლული აბრამიძის ოჯახის ადვოკატი.
იხილეთ: