პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ბათუმში სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. ასევე, დაკავებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"დაკავებულები არიან: ჩინეთის მოქალაქე 1987 წელს დაბადებულ ი.ფ. და ტაილანდის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული პ.პ და 1983 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.
ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254 - ე მუხლით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.