თინა ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე "საზმაუს" კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გააფრთხილა

გამოქვეყნდა:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე “რეალური სივრცის” რედაქტორი, ტუხა კვინიკაძე გააფრთხილა.

ბრძანებაში, ბერძენიშვილი კვინიკაძეს  „მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედურს უცხადებს და განმეორების შემთხვევაში, აფრთხილებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლდება. 

იგივე მიზეზით, ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი, ანა აბაკელია და “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი, თამარ ჭინჭარაულიც გააფრთხილა.

შეგახსენებთ, 11 აპრილს მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ 4 თანამშრომლის - „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ, სხვა სახის დისციპლინური სანქციები გამოიყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი