რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების 30-დღიანი მორატორიუმი ამოიწურა და მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის.
მანამდე უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მორატორიუმის პირობებს არ იცავდა. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამტკიცებდა, რომ „25 მარტიდან რუსეთმა მრავალჯერადი დარტყმა განახორციელა, გაანადგურა სადისტრიბუციო ქსელები პოლტავაში, კრივოი როგში, ხარკოვსა და ხერსონში“.