ტრამპის თქმით, თუ რომელიმე მხარე მშვიდობის მიღწევას გაართულებს, აშშ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებიდან გავა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს რომელიმე მხარე გაართულებს, ვაშინგტონი საკითხის მოგვარებაზე ხელს აიღებს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჟურნალისტებმა ტრამპმს ჰკითხეს, რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის ამოქმედება.

"კონკრეტული დღეების რაოდენობა არ არსებობს, თუმცა მალე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი იღუპება. საშუალოდ, კვირაში 2 500 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება. ჩვენ გვსურს ამ სიცოცხლის გადარჩენა", - თქვა ტრამპმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ პროცესი გართულდება, ამერიკა მოლაპარაკებებიდან გავა.

"თუ რაღაც მიზეზით, რომელიმე მხარე [მშვიდობის მიღწევა] გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: "სულელებო, იდიოტებო, თქვენ საშინელი ხალხი ხართ. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს. მგონია, რომ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოგვარების", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი