"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი ავრცელებს.

"გელა ხასაიას საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დამიკმაყოფილეს, სტანდარტულად თქვეს უარი. ვიცოდი ეს შედეგი იქნებოდა, თუმცა სადღაც მაინც მეგონა დღეებს შეამცირებდნენ.

მრავალ დღესასწაულებს დაესწარით, მაგრამ გახსოვდეთ, დღეს პოლიტიკური პატიმრები ყავს ციხეში რეჟიმს და მხოლოდ გაგიმართლათ, მათ ადგილას რომ არ ხართ.

სიჩუმე არ ზრდის თქვენი "დაუჭერლობის" შანსებს. მხოლოდ წინააღმდეგობამ და იმ ფაქტმა, რომ არ ეგუებით, შეიძლება გადაგარჩინოთ." - წერს თეონა ზაქარაშვილი.

გელა ხასაია 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია მის გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც ხასაიამ უარი თქვა. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 16 აპრილს გამართულ სხდომაზე 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი