"მათი შიში - ჩვენი ძალა" | რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"მათი შიში - ჩვენი ძალა" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. 

მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აღდგომის საღამოს აქციაზე ორი მოქალაქე დააკავეს. 

ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე არიან. 

[ფოტო: ipn.ge]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი