საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აქვე, ამავე პერიოდში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად - 578 ახალი შემთხვევით გაიზარდა, ხოლო დაიღუპა 2 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 8 696
  • გამოჯანმრთელებულია -  4 619
  • მათ შორის გარდაცვლილია - 52;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი