მთავარი ფიგურანტები ჯერ არ დაუკითხავთ, არც დაზარალებულის სტატუსი მაქვს - ჯეიჰუნ მუჰამედალი

გამოქვეყნდა:

მარნეულის ინციდენტისას დაშავებული "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუდამედალის თქმით, გამოძიებას საქმის მთავარი ფიგურანტები ჯერ კიდევ არ დაუკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეები ინციდენტის კადრებშიც კარგად ჩანან. ამასთან, ჟურნალისტს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც არ მიუღია. 

სამწუხაროდ, გამოძიება დუმს, არც დაზარალებულის სტატუსი მაქვს მიღებული, არც ექსპერტიზის პასუხია ცნობილი. დამნაშავეები კადრებში კარგად ჩანან. თუ გამოძიება საქმეს ობიექტურად მიჰყვება, შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება ამირან გიორგაძის კვალიც, რაც არ აწყობს მასთან ახლო მეგობრობაში მყოფ პოლიციის სამმართველოს. არ მაქვს იმედი, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება, თუმცა ამ საქმეს არ შევეშვები, - ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედალი. 

ამასთან, ინციდენტის დროს დაშავებული გიორგი მუმლაძე, სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წარმომადგენელი კიდევ 2 დამნაშავეს ასახელებს, რომლებიც კადრებშიც ჩანან, თუმცა უწყებაში არ დაუბარებიათ. ისინი მარნეულის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები არიან. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

 

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი