თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდება ვაშაძეს გუშინ, პროკურატურაში გააცნეს.
თეა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული აქვს ოპოზიციის არაერთ ლიდერს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ.
გადაიხდის თუ არა გირაოს ვაშაძე ჯერ უცნობია. მისი თქმით, გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს.