ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ის საკუთარ ღბესთან მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია ინფორმაციაში.