
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსი მე-9 კლასელ ბიჭს დაუდასტურდა. არ არის გამორიცხული, რომ სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმით გაგრძელდეს.
გადაწყვეტილების შესახებ, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელების ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. მანამდე კი, სპეციალისტების რჩევით, მე-9 კლასის ყველა მოსწავლე თვითიზოლაციაშია გადასული.
სკოლა ამ ეტაპზე სწავლას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
რეგიონის მასშტაბით, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
სულ კი ქვეყანაში დღეს ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ია გულიაშვილი