ყოფილი პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე, იუმორისტი ვასო ფხაკაძე თვენახევრის მერე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

იუმორისტი ვასო ფხაკაძე, მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოკითხვაზე დაიბარეს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან ერთ თვეზე მეტია გასული, ძალოვანი უწყება ამ საქმით მხოლოდ ახლა დაინტერესდა.

"თვენახევრის შემდეგ დაგვიბარეს მუქარასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში. დეტალურად მოვუყევი, რა იყო და როგორ იყო. მე მაინტერესებს, ეს ადამიანი როცა მემუქრებოდა, მარტო იყო თუ არა, რაიმე ნივთი ხომ არ ეჭირა ხელში, რომ მირეკავს, მოდი, გელოდებიო მეუბნება, მემუქრება და ბილწსიტყვაობს, თუ გამოძიებას დაიწყებენ, შესაბამისად, დაადგენენ. რაც შეეხება დაგვიანებულ რეაგირებას - მითხრეს, ხომ მოხვედითო, მთავარია, მოხვედით და მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. ანუ თუ ვიღაცა გირეკავს და გემუქრება, თვენახევარი უნდა დაელოდო, ასე გამოდის" - თქვა ფხაკაძემ გამოკითხვის შემდეგ. [ტვ. პირველი]

შეგახსენებთ, ფხაკაძის ცნობით, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მის სახლში მივიდა, მისი ოჯახის წევრებს მოტყუებით გამოართვა ტელეფონის ნომერი, რამდენჯერმე დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. ფხაკაძის ადვოკატის ინფორმაციით, ეს პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა არ დაუკავებიათ. მომხდარზე არც გამოძიებაა დაწყებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი