მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ეზოში დახვდნენ. მეზობლები ყვებიან, რომ გაიგეს ხმა, როგორ ითხოვდა დახმარებას კაცი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავდამსხმელი უცნობია. დაზარალებული კაცი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ის ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.
როგორც შსს-მ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.