საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საჩივარი ევროსასამართლოში დღეს გაიგზავნა
"საიამ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთ ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება- კონვენციის მეხუთე უხლი ; კონვენციის მეექვსე მუხლი- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; კონვენციის მერვე მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება , კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება; კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება);
უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)" განაცხადეს საიაში გამართულ ბრიფინგზე.
საიას ცნობითვე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.