მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი 8 მაისს გაიმართება | სასამართლომ ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. შემდეგი პროცესი 8 მაისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა. ბესელია მიმდინარე პროცესზე მზია ამაღლობელის დაკავების დეტალებს ყვებოდა და ამტკიცებდა, რომ აკრძალვის მიუხედავად, ის სტიკერებს მაინც აკრავდა და პოლიციას "სიტყვიერ შეურაცხყოფას" აყენებდა. 

სხდომაზე ასევე მზია ამაღლობელის აღკვეთი ღონისძიების საკითხსაც განიხილავდნენ, თუმცა მოსამართლემ ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა. 

გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი