გომელაურმა ბესელიას "გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა" და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

გამოქვეყნდა:

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, წარდგენას ესწრებოდა გრიგოლ ბესელიაც, რომელიც ბუხრაშვილმა ჩაანაცვლა. შსს-ს ინფორმაციითვე, გომელაურმა ბესელიას მადლობა გადაუხადა, თუმცა სად დაინიშნება აჭარის პოლიციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ამ დრომდე უცნობია: 

"გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა. ვახტანგ გომელაურმა გრიგოლ ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს გიორგი ბუხრაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა." - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბუხრაშვილი აჭარის პოლიციის უფროსად, 4 აპრილს დაინიშნა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი