პირი, რომელმაც პოლიციელს ესროლა, სოზარ სუბარს ხმების მოგროვებაში ეხმარებოდა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

პირი, რომელმაც პოლიციელს სამჯერ ესროლა, "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ხმების მოგროვებაში ეხმარებოდა. ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, საუბარია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე სამგორში - სოზარ სუბარის საარჩევნო შტაბზე.

ნიკოლოზ მერკვილაძის, იგივე "ჩორნას" ოჯახის წევრები "მთავარს" სახლში არ დახვდნენ, თუმცა მისი მეზობლები ამბობენ, რომ მერკვილაძის კრიმინალური ავტორიტეტობის შესახებ არაფერი სმენიათ და არც ის იციან რითია დაკავებული ის.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კი "ჩორნა" უახლოეს მომავალში "კანონიერ ქურდად" "კურთხევას" ელოდება. რაც შეეხება მომხდარს - არსებული ინფორმაციით, მას პოლიციელთან, რომელსაც გასულ ღამეს ესროლა, წარსულში დაპირისპირება არ ჰქონია.

სოზარ სუბარის საარჩევნო შტაბში კი ბრალდებებს არ პასუხობენ. სუბარის თანამშრომლებმა ჟურნალისტები ტერიტორიიდან გამოყარეს.

სროლა კი გუშინ, 4 ოქტომბერს მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის გარდა, მერკვილაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და პოლიციელზე თავდასხმა ედება.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი