არსებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ქართველი ბიზნესმენის მკვლელობისთვის დაკავებული გდდ-ის ყოფილი სპეცრაზმელია

გამოქვეყნდა:

კალიფორნიაში, ჯგუფური მკვლელობის საქმის მონაწილე, რომელმაც ბიზნესმენ ალექსი მოდებაძის მკვლელობას ედავებიან, ყოფილი სპეცრაზმელი, ბესიკ ხუციშვილია - ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

ხუციშვილმა შსს 5 წლის წინ დატოვა. ის გდდ-ში მუშაობდა, თუმცა 5 წლის წინ, ამერიკაში წავიდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

52 წლის ბესიკ ხუციშვილს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ძარცვას ედავება. ხუციშვილთან ერთად დაკავებულები არიან პაატა ყოჩიაშვილი და ზაზა ოთარაშვილი. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია და ამერიკაში მოკლულ ბიზნესმენთან მუშაობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი