ამ წუთებში ხმაურია თბილისის მერიასთან - საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯარიმების ამნისტიას ითხოვენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა და რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს, ნაწილი კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორისაა "სტრატეგია აღმაშენებლის" 3 წარმომადგენელი. პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც ადგილზე იმყოფება.
აქტივისტები თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე აგროვებდნენ ხელმოწერებს, რათა გაუქმებულიყო თბილისის მერიის გამოწერილი ჯარიმები, რომელთა საერთო რაოდენობა 100 000-ლარზე მეტია. პოლიციასთან დაპირისპირება კი კარვების გაშლასა და აქციის ჩატარებას მოჰყვა.
დაკავებულია "ძალა ერთობაშიას" დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძეც.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი