"თოდუას კლინიკა" სადგურის მოედანზე გაჩენილ ხანძართან და მის გამო პაციენტების ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.
"თოდუას კლინიკა" აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ "თოდუას კლინიკის" დიღმის და ვერის ფილიალები", - წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია