სასამართლომ გორში, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
გამოძებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.