"სრული ზარალის შეფასება და ხანძრის მიზეზების დადგენა საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება" | "თბილისი ცენტრალი"

გამოქვეყნდა:

"თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაცია დღეს, სადგურის მოედანზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ხანძარი დილის 6 საათზე, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა.

"აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.

ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

"15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია, ახლო კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა" | მუსელიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი