საქალაქო სასამართლოში ვითარება დაძაბულია. სასამართლო დარბაზში სადაც ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურის წარმომადგენლების მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ერთ პირს, არსებული ინფორმაციით, ის ნიკა გვარამიას დაცვის წევრია. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა აღნიშნული პირი.