თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პოლიტპატიმარი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.