ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, ნათია გოგსაძის ადმინისტრაციული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 მაისს განახლდება.
დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარის მოთხოვნით გამოკითხეს "მთავარი არხის" ყოფილი მთავარი პროდიუსერი თეო გილიგაშვილი.
გოგსაძეს 2 თებერვალს, გზის გადაკეტვას ედავებიან. საქმეს სანქცირებული მოსამართლე, ლელა ცაგარეიშვილი განიხილავს.