გორში მიმდინარე სპეცოპერაციისას 2 პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბრალდებულები ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე არიან დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება.
სპეცოპერაცია გორის ცენტრში, რესტორან "ჩინებულში" ჩატარდა. ფინანსურის ინფორმაციითვე, დაკავებულები რესტორნის თანამშრომლები არ არიან.
ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა რესტორნიდან გამოიყვანეს. ადგილზევე ჩატარდა ერთ-ერთის ავტომანქანის ჩხრეკა.
[ფოტო: ადგილობრივი მედია Qartli.ge-ს ლაივიდან]