გურჯაანში ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ამ დროისთვის, ბიზნესმენი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია გადაყვანილი, კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გეთიაშვილი რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა.
დამატებით დეტალებს "მთავარი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.