"შიდა ქართლის რეგიონში, ჯამში 188 900 დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღეს" | დაკავებულია 2 პირი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გაასაღეს საერთო ჯამში 188 900 აშშ დოლარის ოდენობის 1 889 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით", - წერია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი