"ეს არის მტრული აქტი, დაფუძნებულია ტყუილზე - დღეს "დიფ სთეითი" არ არის დამარცხებული" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში და თუკი ის მოახერხებს და შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება...

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ვაკვირდებით პროცესებს. აშშ-ის პრეზიდენტი როდესაც დონალდ ტრამპი გახდა, პირველ პრიორიტეტად დაასახელა "დიფ სთეითის" დამარცხება. შესაბამისად, დღეს "დიფ სთეითი" არ არის დამარცხებული. ასევე მისი პრიორიტეტი იყო ომის დასრულება, არც ომი არ არის დასრულებული. ვაკვირდებით და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ კონკრეტული მიმართულებით და იმედი გვაქვს, ომიც მალე დასრულდება და "დიფ სთეითიც“ დამარცხდება. "დიფ სთეითი" თუ იქნება დამარცხებული, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებითაც აისახება ურთიერთობები და გადალაგდება".

- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი