ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე MEGOBARI აქტის საკითხს სამთავრობო მედიის ეთერში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შექმნაა და ის აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
"საინტერესოა ის სია ჯო უილსონმა რომ გამოაქვეყნა, ტოპ 30 მისთვის საყვარელი პირი, ვისაც ის დაასანქცირებდა.
სინამდვილეში ამ დოკუმენტს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა, მეტი არაფერი. სინამდვილეში ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია, რადგან აშშ-ს პრეზიდენტს არავისი უფლებამოსილება არ სჭირდება თუ ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს და თან აშშ-ს პრეზიდენტს, მათ შორის, ეს აქტი ვერ დაავალდებულებს სანქცირების დაწესებას. წერტილი. ეს დოკუმენტი არის კონგრესის სხვადასხვა წევრის პოლიტიკური მოსაზრებების ნაზავი და მეტი არაფერი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, აშშ-ს პრეზიდენტს არათუ სანქციები, სამი თვე შეუძლია ომი ისე აწარმოოს, კონგრესს არ ჰკითხოს საერთოდ. სანქციების დაწესება და ტარიფების აწევა და ა.შ. კი ვუყურებთ. ამიტომ, ამ დოკუმენტის ერთადერთი დანიშნულება არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს არის იგივე სერიიდან, საიდანაც არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, ჩეხეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, რა ვიცი.
ერთის მხრივ, ეს არის საინფორმაციო ხმაური და მეორე, ინიციატორი ვინც არის, ბატონი ჯო უილსონი, ეს ადამიანი ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ და პირადად დამარცხდა ამ არჩევნებში, იწვნია პირადად მარცხი. ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა, რომ იწუნებს მის არჩევანს და ნაციონალურ მოძრაობას ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭრეს - ის დამარცხდა გაბრაზებულნი არიან და ცდილობენ ვენდეტა იყოს.
ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტს არავისგან დასტური არ სჭირდება, თუკი ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს. მეორე - აშშ-ის პრეზიდენტს, მათ შორის, ეს აქტი ვერ დაავალდებულებს სანქციების დაწესებას, წერტილი. ეს დოკუმენტი არის კონგრესის სხვადასხვა წევრის პოლიტიკური მოსაზრებების ნაზავი და მეტი არაფერი.
შეუშლის თუ არა ეს ხელს აშშ-საქართველოს ურთიერთობას? არ შეუშლის, რადგან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია. სწორედ ადმინისტრაციასთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.