"უსამართლობა!!!!
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს რომ არ დაემორჩილნენ და კანონი რომ არ დაარღვიეს.
9 წელი რომ არ გასტანს ეს რეჟიმი და არც 9 თვე, ეს უკვე ნათელია, თუნდაც დღევანდელი ყრილობის შემხედვარე თვალისთვის.
მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს მათი პატიმრობა, ერთი დღეც აუტანელია უდანაშაულო ადამიანისთვის.
მათ და მათ ოჯახებს ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და ვუსურვებ მხნეობას ამ განსაცდელის ჟამს.
უსამართლობასთან ბრძოლა ძალიან რთულია, ამავდროულად ეს ყველაზე ღირსეული ბრძოლაა!
ხვალ კიდევ სხვა პროცესია, სხვა სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ყველას ჩემი პატივისცემა და თანაგრძნობა.
თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს!!!"
წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
იხილეთ ასევე