8 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო გაიმართება | პროცესზე შესაძლოა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაკითხონ

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის საქმეზე, 8 მაისს 13:00 საათზე, სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

8 მაისს შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი