ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს | მოსამართლემ საქმეზე კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე იკითხება.

დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. 

ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.

გარდა ამისა, ჟურნალისტის უფლებადამცველებმა მოსამართლეს ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა ნინო სახელაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ის "დაუსაბუთებელია".

საქმე ეხება კობახიძის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი