ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯვარეში 3 კაცი დაჭრეს.შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა, რომელიც ფანჩატურში, სუფრაზე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე პირები, მეზობელი სოფლებიდან არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
როგორც "მთავარს" შსს-ში განუცხადეს, პირი, რომელსაც 3 ადამიანის დაჭრას ედავებიან დაკავებულია და ბრალის წარდგენას ელოდება. საქმეზე გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის ი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/ შენახვა) მუხლებით არის დაწყებული.