ხაშურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი, 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.

არსებული ცნობით, დაკავებული კაცი მუსიკის მასწავლებელია, სავარაუდო მსხვერპლი კი 16 წელს მიუღწეველი მოზარდი. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება  სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას.

დაკავებულს აღკვეთის სახით უკვე პატიმრობა აქვს მისჯილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი