ავარია გმირთა მოედანზე - ერთი ადამიანი დაიუღუპა, ორი კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, გმირთა მოედანზე ზოოპარკის ტერიტორიასთან ავარია მოხდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი