საგანგებოს ცნობით, ავტომობილის მგზავრების ძებნის დროს, მტკვარში კიდევ 2 ადამიანის - ქალისა და კაცის ცხედრები იპოვეს

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ნაპოვნია კაცისა და ქალის ცხედრები.

როგორც "მთავარს" უწყებაში განუცხადეს, ორივე ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამასთან, საგანგებოში განმარტავენ, რომ ნაპოვნი ორი ცხედარი 14 მაისს გადავარდნილ ავტომობილს არ უკავშირდება. 

მანამდე, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს - მანქანაში ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. საგანგებოს ცნობით, კიდევ ერთი მგზავრის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მტკვრიდან აითაჯ მამედოვას ცხედარი ამოასვენეს. მას ოჯახი 44 დღის განმავლობაში ეძებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი