"დუშეთში, სასტუმროში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრი იყო, დავაკავეთ ჩინეთის 14 მოქალაქე" | შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრი იყო მოწყობილი.

უწყების ცნობით, სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას გამოავლინეს ჩინეთის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.

"მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტს გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი